ელისეის სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო

16:52, 16.04.2021

ელისეის სასახლეში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ვლადიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, მათ ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც შეუერთდებათ.

პარიზში გამგზავრებამდე გამოცემა „ფიგაროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში მიღებისკენ მოუწოდა.

მსგავსი