ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიესალმებიან კრემლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი მზადაა ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის
ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიესალმებიან კრემლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ვლადიმერ პუტინი მზადაა ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის

ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მიესალმებიან კრემლის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა ფრანგ კოლეგასთან დიალოგისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ინფორმაციას.

„მივესალმებით კრემლის საჯარო თანხმობას ამ მიდგომასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოქმედების საუკეთესო ვარიანტზე განვაცხადებთ“, – აღნიშნეს ელისეის სასახლეში.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დისკუსია სრული გამჭვირვალობით გაიმართება.

შეგახსენებთ, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის. აღნიშნულს წინ უძღოდა მაკრონის განცხადება, რომ ევროპამ უნდა იპოვოს გზა რუსეთის ლიდერთან პირდაპირი ურთიერთობისთვის.