ელიოტ ენგელი - რუსი ხალხი დაიღალა ვლადიმერ პუტინის ტირანული ქმედებებით
ელიოტ ენგელი - რუსი ხალხი დაიღალა ვლადიმერ პუტინის ტირანული ქმედებებით

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და „რესპუბლიკელი“ მაიკლ მაკკოლი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, მოსკოვში მიტინგის დარბევის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესდეს.

განცხადება წარმომადგენლობითი პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი ხალხი დაიღალა ვლადიმერ პუტინის ტირანული ქმედებებით.

კონგრესმენები ასევე მოუწოდებენ რუსეთის მთავრობას, გაათავისუფლონ აქციის დროს დაკავებული ადამიანები და დაიწყოს გამოძიება იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებმაც აქციების დაშლის დროს უფლებამოსილებას გადააჭარბეს.