ელიოტ ანდერსონი „მანჩესტერ სიტის“ სარეკორდო თანხის, 130 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება #1TVSPORT
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და „ნოტინგემ ფორესტის“ 23 წლის ნახევარმცველი ელიოტ ანდერსონი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია. მოთამაშე, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს, სამედიცინო შემოწმებას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან ხელშეკრულებას 2031 წლამდე გააფორმებს. ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ქალაქელები“ 130 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.
აღსანიშნავია, რომ ანდერსონის დამატებით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იყო დაინტერესებული, თუმცა ამ ბრძოლაში მათმა თანაქალაქელმა კლუბმა იმარჯვა.
ანდერსონმა „ნოტინგემ ფორესტის“ რიგებში 92 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
🚨🔵 BREAKING: Elliot Anderson to Manchester City, here we go! Deal in place between clubs for fee worth £116m.#MCFC sources confirm agreement now done after talks at final stages as reported last week.
Anderson asked Forest today to go and leave the club. Medical in the US. pic.twitter.com/CQdzMWYuxW
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 25, 2026