ელინა ვალტონენი - ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული
ელინა ვალტონენი - ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული

ჩვენ ვახდენთ მონიტორინგს და ვხედავთ გასული კვირების და თვეების განმავლობაში, რომ ქართველ ხალხს სხვაგვარი ბედი სურს საკუთარი თავისთვის და არა ის, რაშიც ახლა მთავრობაა ჩართული, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო-ში ძალზედ შეშფოთებულები არიან არსებული სიტუაციის გამო.

„ამას ვამბობ, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ჩვენ ძალზედ შეშფოთებულები ვართ არსებული სიტუაციის გამო. ეუთო/ოდირის ანგარიშმა მისცა კარგი ინიციატივა ქართველ ხალხს, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები“, – განაცხადა ვალტონენმა.