ელინა სვიტოლინამ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო
ელინა სვიტოლინამ წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო

უკრაინელმა ელინა სვიტოლინამ კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია. მან სინგაპურში WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი მოიგო, თან ისე, რომ არც ერთი შეხვედრა არ დათმო.

ფინალში სვიტოლინას ამერიკელი სლოან სტივენსის წინააღმდეგ ქამბექი მოუწია, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში კორტზე დომინირებდა – 3:6, 6:2, 6:2. შეხვედრა 2 საათი და 23 წუთი გრძელდებოდა.

ჩოგბურთელებმა თანაბარი რაოდენობის ბრეიკ-პოინტები დააგროვეს – 12-12, თუმცა, სვიტოლინამ შანსების 50 პროცენტი მოიგერია, სტივენსმა – 25 პროცენტი.

ელინა სვიტოლინამ სეზონი ოთხი ტიტულით დაასრულა – სინგაპურის გარდა, მან ბრისბენში, დუბაისა და რომში გაიმარჯვა.