ელიგის ყველა გუნდში ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს #1TVSPORT
ელიგის ყველა გუნდში ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა გუნდში კორონავირუსის საწინაააღმდეგო აცრა დასრულდა – ინფორმაციას ელიგის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

პირველად გავრცელდა ცნობა, რომ ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „ლოკომოტივის” სრულმა შემადგენლობამ. შემდეგ იგივე გააკეთეს „დინამო თბილისში“, ქობულეთის „შუქურაში“, „სამტრედიაში“ და წყალტუბოს „სამგურალში“. მალე ანალოგიური ცნობა გავრცელდა „საბურთალოსა“ და გორის „დილაზე“, ბოლოს კი ვაქცინაცია ქუთაისის „ტორპედოსა“ და „თელავის“ ფეხბურთელებმა ჩაიტარეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დებულებაში ცვლილება განხორციელდა. 2021 წლის 4 სექტემბრიდან, სფფ-ის ეგიდით გასამართ ყველა ლიგაში (ასაკობრივი ლიგების გარდა) ფეხბურთელები და ოფიციალური პირები დაიშვებიან მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით.

იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალურ მატჩამდე მინიმუმ 8 საათით ადრე სფფ-ის შესაბამის განყოფილებას წარუდგენენ შეხვედრის დაწყებამდე 48 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს. მიმდინარე წლის 24 სექტემბრიდან კი, აუცილებელი იქნება ვაქცინის ორი დოზის გაკეთების დამადასტურებელი ცნობის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.