ელიგაში სეზონი 2 აგვისტოს განახლდება #1TVSPORT
ელიგაში სეზონი 2 აგვისტოს განახლდება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში სეზონი 2 აგვისტოს მე-19 ტურის შეხვედრებით განახლდება. ორთვიანი პაუზის შემდეგ პირველ თამაშს „იბერია“ და „თელავი“ გამართავენ, შემდეგ კი წყალტუბოში „სამგურალი“ ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

2 აგვისტო

იბერია – თელავი, 20:00

სამგურალი – კოლხეთი 21:00

3 აგვისტო

დილა – გარეჯი, 20:00

ტორპედო – გაგრა, 21:00

4 აგვისტო

დინამო ბთ – დინამო თბ, 21:00

სანამ კლუბები ეროვნული ლიგის განახლებისთვის ემზადებოდნენ, თბილისში მსაჯთა ზაფხულის შეკრება დასრულდა, რომელშიც, ეროვნული ლიგის არბიტრებთან ერთად, ახალგაზრდა სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული შეკრება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა და მონაწილეებს თამაშის წესებში შეტანილი სიახლეები გააცნეს.

მსაჯებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ვეტერანმა ურუგვაელმა მსაჯმა, ფიფა-ს ინსტრუქტორმა, ხორხე ლარიოდამ. სწავლებაში ასევე მონაწილეობდნენ მატჩების ანალიტიკოსი ერდოან ქაინაქი, ფიზმომზადების ინსტრუქტორი ბერქიე ქირმიზიგილი და VAR-ის პროექტის ლიდერი ალპერ ულუსლოი.