ელიგა განახლდა - „დინამომ“ და „გაგრამ“ მოიგეს #1TVSPORT
ელიგა განახლდა - „დინამომ“ და „გაგრამ“ მოიგეს #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-5 ტურის მატჩებით განახლდა, რომლებიც თბილისსა და ფოთში გაიმართა.

დინამო თბ – გარეჯი 1:0

„დინამო არენაზე“ თბილისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-15 წუთზე ანგარიში გახსნეს – ოთარ აფციაურის დარტყმას მცველი გადაეფარა, მაგრამ „გარეჯი“ ვერ გადაარჩინა და საბოლოოდ მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.

კოლხეთი 1913 – გაგრა 0:2

„ფაზისი არენაზე“ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ფოთელებს უსიამოვნო სიურპრიზი ელოდათ – სტუმრებმა თამაში დამაჯერებლად ჩაატარეს, დავით გოცირიძისა (53) და პედრო ბორჟესის (78) გოლებით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

მე-5 ტურის დარჩენილი შეხვედრების გრაფიკი:

პარასკევი, 28 მარტი

სამგურალი – იბერია 1999

19:00. საფეხბურთო ცენტრი – წყალტუბო

დილა – თელავი

21:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

დინამო ბთ – ტორპედო

21:00. აჭარაბეთ არენა – ბათუმი