ელიგა | ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოც“ დაამარცხა და სამეულშია #1TVSPORT
ელიგა | ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოც“ დაამარცხა და სამეულშია #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა და მეტოქეს სამეულში ადგილი დაუთმო.

„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული დაპირისპირება ბათუმელებმა შესანიშნავად დაიწყეს და დმიტრი მანდრიჩენკოს დუბლით დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა შესვენებამდე დათო ბუკიას დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმში სტუმრებმა უერდი მარას გოლით ორბურთიანი სხვაობა აღადგინეს. მართალია, გიორგი არაბიძემ ულამაზესი დარტყმით ქუთაისელებს თამაშის გადარჩენის იმედი შეუნარჩუნა, მაგრამ მასპინძლებმა ამ შანსით ვერ ისარგებლეს და დამარცხდნენ.

18 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამომ“, რომელმაც ფიფას ბანის გამო, ვერავინ დაიმატა, 27 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ქუთაისის „ტორპედო“ (26), რომელიც ზედიზედ მესამედ დამარცხდა, მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.