ელიგა 2 - ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, „კოლხეთი“ მეორეზე დაწინაურდა, „ლოკომოტივმა“ მდგომარეობა გამოასწორა #1TVSPORT
ელიგა 2 - ლიდერი ზედიზედ მეორედ დამარცხდა, „კოლხეთი“ მეორეზე დაწინაურდა, „ლოკომოტივმა“ მდგომარეობა გამოასწორა #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 21-ე ტური დასრულდა, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და ლიდერიც დამარცხდა. ორივე „მერანმა“ წააგო და ორივემ – ხუთბურთიანი სხვაობით.

გათამაშების ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ შინ „დინამო თბილისი 2“-თან 2:3 წააგო. თბილისელებიდან დუბლით თავი ნიკა ქოქოსაძემ (45+1, 72) გამოიჩინა. მართალია, „გარეჯმა“ ლიდერობა შეინარჩუნა, მაგრამ ზედიზედ ორჯერ დამარცხდა და კონკურენტებთან უპირატესობა გაანიავა.

„სპაერმა“ შინ ხობის „კოლხეთს“ ვერ სძლია და მესამე ადგილზე დაქვეითდა. ფოთის „კოლხეთმა“ კი თბილისის „მერანს“ იოლად მოუგო 6:1 – ამით ლიდერთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა და მეორე ადგილზეც დაწინაურდა. ბოლნისის „სიონმა“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრა გიორგი კორიფაძის მიერ 90+4-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიპოვა.

რევაზ გოცირიძის მისვლის შემდეგ თბილისის „ლოკომოტივმა“ მდგომარეობა გამოასწორა – ამჯერად გუნდმა მარტვილის „მერანს“ 5:1 სძლია და წინ ისეთი ტემპით მიიწევს, რომელიც გუნდს აუტსაიდერების ზონიდან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. დუბლი გუნდის ბომბარდირმა თორნიკე კურტანიძემ შეასრულა.

ელიგა 2. ტური 21

ფოთის „კოლხეთმა“ – მერანი თბ 6:1

ლოკომოტივი – მერანი მრ 5:0

სპაერი – ხობის კოლხეთი 0:0

ვიტ ჯორჯია – სიონი 1:2

გარეჯი – დინამო-2 თბ 2:3

ეროვნული ლიგა 2

1. გარეჯი 45

2. ფოთის კოლხეთი 41

3. სპაერი 40

4. სიონი 36

5. დინამო-2 თბ 35

6. ხობის კოლხეთი 32

7. ვიტ ჯორჯია 21

8. მერანი მრ 17

9. ლოკომოტივი 16

10. მერანი თბ 12