ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის თამაშები გაიმართა, რომელიც ლიდერთა სამეულის გუნდებიდან წარმატებული მხოლოდ საგარეჯოს „გარეჯისთვის“ გამოდგა.
თენგიზ კობიაშვილის გუნდმა საგარეჯოში ხობის „კოლხეთი“ 4:0 დაამარცხა და მეორე ადგილზე დაწინაურდა. ბოლნისის „სიონი“ გლდანის საფეხბურთო ცენტრში „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და 4 : 2 დამარცხდა. დამარცხდა ლიდერი „რუსთავიც“, რომელიც „სპაერს“ გასვლაზე დაუპირისპირდა (3:1). 81-ე წუთზე რუსთაველებს იაპონელი ანხევარმცველი იუტა ნაკანო გაუგდეს, მაგრამ ამას თამაშის შედეგზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ამ დროისთვის „სპაერი“ 2:0-ს იგებდა.
26-ე ტური
არაგვი 1 : 1 ლოკომოტივი
დინამო-2 თბ 3 : 2 შტურმი
სპაერი 3 : 1 რუსთავი
ვიტ ჯორჯია 4 : 2 სიონი
გარეჯი 4 : 0 ხობის კოლხეთი