ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა შეფერხდა

09:23, 25.07.2026

საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხდა.

შეფერხებით მუშაობს საქართველოს რკინიგზაც.

თბილისსა და რეგიონების ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება დილის დაახლოებით 08:00 საათისთვის გაითიშა.

ცნობისთვის, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა 24 ივლისს, 01:00 საათზეც. ოფიციალური ინფორმაციით, ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. 24 ივლისის მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა სემეკ-მა დაიწყო.

მსგავსი