ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ჰამბურგის აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ჰამბურგის აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ჰამბურგის აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მომხდარის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ელექტროენერგია აეროპორტის ყველა ტერმინალში გაითიშა, ამიტომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მგზავრები გარეთ გაეყვანა.

ჰამბურგის აეროპორტი გერმანიაში სიდიდით მეხუთეა. ერთი წლის განმავლობაში ის დაახლოებით 17 მილიონ მგზავრს ემსახურება.