ელენე ხოშტარია – ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა
ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ არსებობს პასუხისმგებლობები, რომლებსაც გიორგი გახარია ვერსად გაექცევა, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ელენე ხოშტარია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„ანალიტიკოსებს შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა შანსები აქვს გახარიას და როგორ. ჩემი პრეროგატივა არ არის, ამაზე ვიმსჯელო. ყველას აქვს უფლება, პოლიტიკაში იყოს, უბრალოდ მთავარი კითხვები არის, რა არის მისი ამოცანა. ასევე მთავარი კითხვა არის პასუხისმგებლობები, რომლებსაც ვერსად გაექცევა, დაწყებული 20 ივნისიდან, ზვიად რატიანის საქმე და ბევრი სხვა მძიმე საქმიდან, რომელიც მას უკავშირდება. ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევას არ ჰყოფნის პოლიტიკაში ყოფნის დაანონსება. ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.