ელენე ხოშტარია - შევქმნით წინააღმდეგობის კერებს, აგვისტოში უწყვეტი პროტესტი გავაგრძელოთ და სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე საქართველომ უნდა დაიხუვლოს
შევქმნით წინააღმდეგობის კერებს, აგვისტოში უწყვეტი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე საქართველომ უნდა დაიხუვლოს, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, ამის კონკრეტული გეგმა აქვთ.
„რვა პარტიას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაფართოოთ წინააღმდეგობა, რომელიც რუსთაველზეა – უწყვეტი და ძალიან დასაფასებელი. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობის კერებს შევქმნით, გვაქვს ამის კონკრეტული გეგმა. ამაზე გვექნება საუბარი რუსთაველზეც, ეთერებშიც. კონკრეტული წინააღმდეგობის კერები მთელი საქართველოს მასშტაბით. აგვისტოში უწყვეტი პროტესტი უნდა გავაგრძელოთ და სექტემბერში ვიზალიბერალიზაციაზე საქართველომ უნდა დაიხუვლოს. რაოდენობითაც, მასშტაბითაც, სიდიდითაც, ყველაფრით უნდა დაიხუვლოს და მთლიანად საქართველომ უნდა თქვას – არა. ირაკლი კობახიძეს არავინ ჰკითხავს ჩემი შვილის მომავლის წართმევას“, – განაცხადა ხოშტარიამ.