ელენე ხოშტარია - შარლ მიშელის განცხადებას სიმწვავე ნამდვილად აკლდა
ელენე ხოშტარია - შარლ მიშელის განცხადებას სიმწვავე ნამდვილად აკლდა

იქიდან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არაფერი შემაკავებელი არსებითად არ მომხდარა, პოლიტიკური კრიზისი გრძელდება და ღრმავდება, შესვლა – არშესვლაზე არ ვლაპარაკობ, ეს ტაქტიკური საკითხია, ღირს, არ ღირს, მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ პოლიტიკური კრიზისი ამით გადაილახა, – ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას სიმწვავე აკლდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიშელმა დღეს დახმარებაზეც ისაუბრა, რომ სასამართლოზე იქნება დამოკიდებული, უფლებებზეც ისაუბრა, ჩემი აზრით, სიმწვავე მის განცხადებას ნამდვილად აკლდა, რადგან იმ სიღრმის არის ეს პოლიტიკური კრიზისი და იმდენად არის დამოკიდებული მისი შეჩერება, მათ შორის რამდენად მწვავე იქნება ევროკავშირი…5-6 ივლისი არ არის განყენებული თემა. ის გამომდინარეობს იმ ძალადობრივი გეზიდან, რომელიც აიღო „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ, რაც გააკეთა სასამართლოში. ეს ყველაფერი არის ძალაუფლების შენარჩუნების სხვადასხვა იარაღები, რომელსაც იყენებს „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ეს არ არის ცალკე განყენებული, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება და საგანგაშოა. რაც მთავარია, ეს განაცხადი არის მათ შორის, ევროკავშირისთვის. დროშის დაწვა არ იყო შემთხვევითი”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დატოვე კომენტარი