ელენე ხოშტარია - მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მიიღებენ მწვავე პროტესტს
ელენე ხოშტარია - მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მიიღებენ მწვავე პროტესტს

დღეს რაც ხდება ქვეყანაში, იქნება პარლამენტის შიგნითაც და პარლამენტის გარეთაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტში განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პროტესტი რომელის მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში დააფიქსირა სრულიად ლეგიტიმურია.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, სამართლიან პროტესტს, რომ ჯალათი გახარია გადამდგარიყო და დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, მოქალაქეებს ჰქონდათ მშვიდობიანი პროტესტის სრული უფლება. მათ უბრალოდ ასე ჩაუკეტეს კარი იძალადეს, დაარღვიეს კანონი და არ შემოუშვეს დარბაზთან ტერიტორიაზე, სადაც მათ აქვთ სრული უფლება, რომ შემოვიდნენ და მშვიდობიანად გააპროტესტონ. ამის შემდეგ ცხადია, მე როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ, ეს პროტესტი შევიტანო შიგნით დარბაზში. ყოველ ჯერზე იქნება ასე, მათ კომფორტი კანონების დარღვევით, პარლამენტის სხდომების გამართვისა და ჩვეულებრივი მუშაობის არ ექნებათ. მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მიიღებენ მწვავე პროტესტს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა. სხდომაზე იმყოფებოდნენ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები, ისინი 20 ივნისს პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.