ელენე ხოშტარია მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა
ელენე ხოშტარია მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გლდანის ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულების მოსანახულებლად შევიდა.

ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის პატიმრების მოსანახულებლად და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მივიდა.

„მოვედი ყველა გავრილოვის პატიმრის სანახავად, რადგან რეგულარულად ვიცოდეთ, თუ როგორ არიან და ჯანმრთელობის როგორი მდგომარეობა აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესი მიდის აბსოლუტურად უნამუსო ფორმით, არანაირი საფუძველი ამ ადამიანების აქ გამოკეტვის არ არსებობს და არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოუშვან წინასწარი პატიმრობიდან, არის თითიდან გამოწოვილი. ეს ადამიანები პირდაპირ იჩაგრებიან, რადგან მათი პატიმრობა არის პოლიტიკური დაკვეთა. სასამართლო ასევე არ ითვალისწინებს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობას, კონკრეტულად ლევან ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. წარმოუდგენელია, ასეთი სისასტიკით რატომ უნდა მიუდგე მოქალაქეებს, როდესაც შენ გყავს მოძალადეები, რომლებმაც მოქალაქეებს ამოთხარეს თვალები“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დატოვე კომენტარი