ელენე ხოშტარია - ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით, არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები, თუ არ ვიქნებით ბევრნი, მაინც მოვიგებთ, უბრალოდ მეტი დრო დაგვჭირდება და მეტი მსხვერპლი
ყველა ადამიანი, მოქალაქე ინდივიდუალურად წყვეტს, რა გააკეთოს და როგორ იბრძოლოს ან არ იბრძოლოს. ამაში ჩარევის და განსჯის უფლება არავის აქვს. ვინ როდის რა აქციაზე გავა, არავისი საქმეა. უბრალოდ, ყველა ამ გადაწყვეტილებას თავის შედეგი მოჰყვება, მოქმედებასაც და არმოქმედებასაც, – ამის შესახებ „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ, მგონია, რეჟიმმა ჩათვალა, ახლა ამათ შევაშინებ და მორჩებაო. მაგათ არც მაგისტრალი იციან და არ სტრატეგიული ინტერესები. პროტესტის ჩახშობა უნდათ. ახლა ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, მათ მოგონილ ამ სტრატეგიას როგორ ვპასუხობთ. ერთადერთი პასუხია, ყველა ერთად და ბევრი ადამიანის ნების ჩვენება, რომ ამ მოგონილ რუსულ თამაშში არ ვნებდებით. პათეტიკურად კი არა, კონკრეტულად არ ვნებდებით ხვალ. ძალიან ბევრნი თუ ვიქნებით, არ არსებობს მათი ქაღალდი და დაშინების კანონები. თუ არ ვიქნებით ბევრნი, მაინც მოვიგებთ, უბრალოდ, მეტი დრო დაგვჭირდება და მეტი მსხვერპლი. როგორც პოლიტიკოსი, ყველამ, მინდა, იცოდეთ, პირველები ვიდგებით ხვალ“, – განაცხადა ხოშტარიამ.