ელენე ხოშტარია - აბსურდია, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი ან ვინმე სხვა ხალხს შესვლაზე ესაუბრა
ელენე ხოშტარია - აბსურდია, რომ 20 ივნისის აქციაზე ირაკლი ოქრუაშვილი ან ვინმე სხვა ხალხს შესვლაზე ესაუბრა

20-21 ივნისის საქმეზე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია დაკითხეს.

ხოშტარიამ 20 ივნისის ღამე გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრიაშვილის მხრიდან არ ყოფილა არანაირი საუბარი სადმე, მათ შორის პარლამენტში შესვლაზე.

დაცვის მხარის მოწმის მტკიცებით, აქციაზე კანონს არღვევდნენ პოლიციელები და არა აქციის მონაწილეები.

„იქ არ იყო საუბარი არსად შესვლაზე. პირიქით, იყო ლაპარაკი, ამის ჩანაწერებიც არსებობს, ნუ იქცევით პოლიციელები ისე, რომ რაღაც გამწვავება მოხდეს, ნუ აღიზიანებთ ხალხს. ამიტომ, აბსოლუტური აბსურდია, რომ იქ ირაკლი, ან ვინმე სხვა საერთოდ შესვლაზე ესაუბრა. ჯერ ერთი, იქ პოლიციელების უზარმაზარი კორდონი იყო, ახლოსაც ვერ მიხვიდოდი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იქცეოდნენ ეს პოლიციელები. იქ იყო გაბრაზებული ხალხი და ეს გაბრაზებული ხალხი კიდევ უფრო გაბრაზდა მაშინ, როდესაც დაუშინეს გაუფრთხილებლად, სხვათა შორის რომ დაუშინეს ტყვიები, იმ მომენტში მე ვიყავი შესული, მდინარაძე-თალაკვაძე-„ქოცებთან“, ვუთხარი – რა ხდება? დავინახე ტელეფონზე სქროლვისას სისხლი, რა ხდება-მეთქი. არაო, შანსი არ არისო, ახლა მოვდივართ გახარიასგანო და ტყვიების სროლის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ იყოო. მაგათმაც არ იცოდნენ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დატოვე კომენტარი