ელენე ხოშტარია - 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების თხოვნაა, მისცენ ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება 
ელენე ხოშტარია - 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ადამიანების თხოვნაა, მისცენ ოჯახთან კომუნიკაციის საშუალება 

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ადამიანური თხოვნა, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ხოშტარიამ 20 ივნისის ღამეს დაკავებული სამი ადამიანი მოინახულა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, დაკავებული ადამიანები პოლიტიკური მძევლები არიან.

„მე დღეს ოქრუაშვილიც ვინახულე. ერთი ძალიან ცალსახა თხოვნაა რაც ყველასგან ისმის, ადამიანური თხოვნა, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილი ბავშვები, მშობლები ნერვიულობენ. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერთან ერთად რატომ უნდა შეეზღუდოთ ადამიანებს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.