ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს
ელენე ხოშტარია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ელენე ხოშტარია დღეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს მოინახულებს.

როგორც ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საპატიმროში პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ არ მიდის. მისივე თქმით, სურს მოინახულოს დაკავებული პირები და მათი მდგომარეობა მოიკითხოს.

„არანაირი მესიჯები არ მექნება. მე იქ არ მივდივარ, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, არ მივდივარ პოლიტიკაზე სასაუბროდ. იქ არიან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანები. იქ არ არის პარტაქტივი. უბრალოდ, როგორც პარლამენტარს, რომელსაც მაქვს საშუალება, შევიდე ციხეში, რა თქმა უნდა მოვიკითხავ, გავარკვევ, რა აწუხებთ. არაერთი მათგანის ოჯახის წევრებს დავუკავშირდი. ეს არის უბრალოდ ყურადღება და არაერთხელ გავაკეთებ ამას, სანამ ისინი იქ იქნებიან, რადგან ამ ადამიანებს დღეს სჭირდებათ გვერდზე დგომა. ზოგს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ეს არის მათი გვერდზე დგომის ერთ-ერთი ფორმა“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.