ელენე გაბაშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს
ელენე გაბაშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს

საქართველოს პირველი არხის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ელენე გაბაშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა ჯგუფის წევრად აირჩიეს.

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა ჯგუფი აერთიანებს პროფესიონალებს ევროპის მასშტაბით, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

ჯგუფის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლობის მხარდაჭერა, პარტნიორობის განვითარება, გამოცდილების გაზიარება და ადვოკატირების პროცესების ხელშეწყობა.

წინა წლებში ელენე გაბაშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად იყო არჩეული, ასევე ამჟამად არის ევროპის ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების ჯგუფის ვიცე-კოორდინატორი.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ყოველწლიურ შეხვედრას რუმინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი 27-28 მაისს ბუქარესტში მასპინძლობს.