ელბაქიძე და გამყრელიძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ.
პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებულად იასპარეზეს. გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) ნახევარფინალში ყირგიზი ოროზობეკ ტოკტომამბეტოვი 10-0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ხვალ იჭიდავებს.
ასევე ფინალშია ვლადიმერ გამყრელიძეც (79 კგ), რომელმაც ნახევარფინალში ბერძენ გეორგიოს კუგიმიცდისს სძლია და ფინალურ ბლოკში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.
მესამე ქართველი ნახევარფინალისტი გიორგი გეგელაშვილი (55კგ) თურქ მეტოქესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.