ეკვადორში წყალდიდობის გამო ასობით ოჯახი სახლის გარეშე დარჩა
ეკვადორში წყალდიდობის გამო ასობით ოჯახი სახლის გარეშე დარჩა

ეკვადორში წყალდიდობამ ასობით საცხოვრებელი სახლი დაანგრია, რის გამოც მკვიდრი მოსახლეობა ღია ცის ქვეშ დარჩა.

ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის კატასტროფა არ ახსოვთ.

სტიქია გადაუღებელმა წვიმამ და მდინარე ბობონაზას ადიდებამ გამოიწვია, რომელმაც წყლის დონის მატების გამო კალაპოტი გადმოკვეთა.

მიყენებული ზარალის ოდენობას რეგიონული ხელისუფლება შეისწავლის.