ეკვადორში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რვა პოლიციელი მძევლად აიყვანეს
ეკვადორში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რვა პოლიციელი მძევლად აიყვანეს

ეკვადორში საპროტესტო აქციების მონაწილეებმა რვა პოლიციელი მძევლად აიყვანეს. როგორც „ბიბისი“ იუწყება, შვიდი დაკავებული მამაკაცი და ერთი ქალი დემონსტრანტებმა დედაქალაქ კიტოში მიმდინარე მიტინგის დროს, სცენაზე გამოიყვანეს.

ეკვადორში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მონაწილეები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში გასატარებელი რეფორმების გაუქმებას და პრეზიდენტ ლენინ მორენოს გადადგომას ითხოვს.

აქციები ეკვადორში მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ საწვავის სუბსიდირების პროგრამა შეწყვიტა. ამას საწვავის ფასების ზრდა მოჰყვა.

მომიტინგეებსა და პოლიციას შორის კიტოში არაერთი შეტაკება მოხდა. დაკავებულია ასეულობით დემონსტრანტი.