ეკვადორში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეკვადორში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორში მიმდინარე მასშტაბური დემონსტრაციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დემონსტრანტები საწვავის სუბსიდიების გაუქმებას და მასზე ფასების მომატებას აპროტესტებენ.

როგორც ცნობილია, ცვლილება ძალაში 3 ოქტომბერს შევიდა. მას შემდეგ ათასობით აქტივისტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები გამართა. მათ ლათინური ამერიკის ქვეყნის ძირითადი ავტომაგდიტრალები გადაკეტეს. რამაც გადაადგილება თითქმის ბოლომდე შეაფერხა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციების დროს რიგ ქალაქებში სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის შეტაკებებიც მოხდა. დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის ავტომობილებსა და ადგილობრივი ხელისუფლების შენობებზე თავდასხმები განხორციელდა. არეულობის დროს 28 სამართალდამცველი დაშავდა. რა დროსაც პოლიციამ 350 ადამიანი დააკავა.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ეკვადორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. ლენინ მორენოს განმარტებით, ის კრიმინალების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. პირველმა პირმა განაცხადა, რომ საწვავის სუბსიდიები სახელმწიფოს ყოველწლიურად 1,3 მილიარდი დოლარი უჯდებოდა.