ეკვადორში გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავრობა და ოპოზიცია ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ეკვადორში გაერო-ს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავრობა და ოპოზიცია ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ეკვადორში მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკვადორში გაერო-ს წარმომადგენელი არნო პერალი ავრცელებს. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საპროტესტო გამოსვლები შეწყდება.

დიალოგის შედეგად გადაწყდა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში ორგანიზაცია „ინდიელების მოძრაობის“ წევრები და მთავრობის წარმომადგენლები შევლენ. შეთანხმების მიხედვით, გაუქმდება ინდიელი მოსახლეობის მობილიზაცია და ქვეყნის ტერიტორიაზე დაწესებული საგანგებო ზომები. მთავრობის ოპონენტები ქვეყნის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას ითხოვენ.

ეკვადორში 3 ოქტომბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად, ბოლო მონაცემებით, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა. მოსახლეობის გაღიზიანება მთავრობის ახალმა რეგულაციებმა გამოიწვია, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საწვავზე ფასი 120 პროცენტით გაიზარდა.