ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სტიქიამ შენობები და ავტომაგისტრალებზე განათების სისტემა დააზიანა.

ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ესმერალდადან 40 კილომეტრში დაფიქსირდა.