ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამბოხს 22 პატიმარი ემსხვერპლა

08:37, 23.07.2021

ეკვადორის ორ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ამბოხს 22 პატიმარი ემსხვერპლა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი და 57 მსჯავრდებული. ორივე პენიტენციურ დაწესებულებაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. მობილიზებული არიან სამხედროები, რომლებიც ციხის მიმდებარე პერიმეტრს აკონტროლებენ.

ქვეყანაში პენიტენციური დაწესებულებები გადატვირთულია. ეკვადორს დაახლოებით 38 000-მდე პატიმარი ჰყავს.

მსგავსი