ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო გახდა #1TVSPORT
ეკვადორის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მარსელო გალიარდოს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
50 წლის არგენტინელ სპეციალისტთან კონტრაქტის დეტალების შესახებ არაფერს იტყობინებიან.
ადრე ეს პოსტი კიდევ ერთ არგენტინელს, სებასტიან ბეკასესეს ეკავა, რომელიც გადადგა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე მექსიკასთან წაგებული 1/16-ფინალის შემდეგ.
მარსელო გალიარდო 2024-26 წლებში არგენტინულ „რივერ პლეიტს“ ავარჯიშებდა.