ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობისას 70-მდე პატიმარი მოკლეს
ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობისას 70-მდე პატიმარი მოკლეს

ეკვადორის ერთ-ერთ ციხეში არეულობისას 70-მდე პატიმარი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

არეულობა გუაიაკილის ციხეში პარასკევს საღამოს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, მოკლულია სულ მცირე 68 პატიმარი და დაშავებულია ოცამდე ადამიანი. ხელისუფლების განცხადებით, დაპირისპირება კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მოხდა.

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, არეულობის ჩასახშობად შესულმა სპეციალურმა საპოლიციო ძალებმა, პატიმართა საკნებში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. ხელისუფლების განცხადებით, არეულობა ჯერ ბოლომდე არ არის ჩახშობილი, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოსგან ციხეში სამხედროების შეყვანის ნებართვა ითხოვეს.

არეულობა გუაიაკილის ციხეში სექტემბრის თვეშიც მოხდა, რომლის დროს 120-მდე პატიმარი იქნა მოკლული.