ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, იტალია 209 მილიარდ ევროს მიიღებს
იტალია ევროკავშირის ლიდერების მიერ შეთანხმებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის ფარგლებში 209 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გაავრცელა.
კონტე ევროკავშირის ლიდერების მიერ კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცებას მიესალმა.
„იტალია სტიმულირების პაკეტის ფარგლებში 81 მილიარდ ევროს სუბსიდიის სახით მიიღებს, ხოლო სესხად 127 მილიარდ ევროს“, – განაცხადა კონტემ.
ევროკავშირის ლიდერებმა ხუთდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის მიღება შეძლეს. მისი მოცულობა 750 მილიარდი ევროა. მათ ასევე დაამტკიცეს ევროკავშირის გძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც 2021-2027 წლებში 1,074 მილიარდს შეადგენს.
ბიუჯეტი და ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი ახლა ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.