ეკონომიკის სამინისტრო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს
ეკონომიკის სამინისტრო - ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაკორექტირება გამოწვეულია წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე მსოფლიოს ბანკის შეფასებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან-8,8%-მდეა გაზრდილი და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად რეგიონის მასშტაბით.

ვახტანგ ცინცაძის თქმით, მოსალოდნელი პროგნოზით, წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება და გაგრძელდება მომავალშიც.

„მსოფლიო ბანკმა 2022 წლის ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმოხილვა გამოაქვეყნა. შეფასების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან-8,8%-მდეა გაზრდილი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთლიანად რეგიონის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი ზრდის მიმართულებით დაზუსტება ხდება მაშინ, როცა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკური რეცესიის მოლოდინებია 2022 წლისთვის, ხოლო სამუშაო ვადიან პერიოდს თუ შევხედავთ, აქაც 2022-2024 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება განპირობებული იყო იმ წარმატებული ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკით, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, მოლოდინები პოზიტიურია, წლის განმავლობაში ჩვენ ველოდებით ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება და გაგრძელდება მომავალშიც“, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.