„ეკიპი“ - პსჟ-მ თომას ტუხელის შენარჩუნება გადაწყვიტა
„ეკიპი“ - პსჟ-მ თომას ტუხელის შენარჩუნება გადაწყვიტა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი გააგრძელებს გუნდთან მუშაობას მომავალ სეზონში.

გაზეთ „ეკიპის“ ინფორმაციით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა – შეწყვიტოს მოლაპარაკებები 46 წლის გერმანელის პოტენციურ შემცვლელებთან.

კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია იმით, რომ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში დაამარცხა „დორტმუნდი“ (1:2, 2:0).

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია კრიზისმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული. კლუბის დღევანდელი ფინანსური მდგომარეობით, შეუძლებელი იქნება ტუხელისთვის კომპენსაციის გადახდა, მისი განთავისუფლების შემთხვევაში. ეს თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უკვე თქვა უარი მასიმილიანო ალეგრისთან და სიმონე ინძაგისთან მოლაპარაკებებზე.

საფრანგეთის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა, „პარი სენ-ჟერმენი“ კი ჩემპიონად გამოცხადდა.