„ეკიპი“ - „ლიონმა“ ლიგა 1-ში ადგილი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით შეინარჩუნა #1TVSPORT
„ეკიპი“ - „ლიონმა“ ლიგა 1-ში ადგილი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით შეინარჩუნა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის ყოფილმა კლუბმა, „ლიონმა“ გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გუნდის მიერ ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვნად განაპირობა მიქაუტაძის ტრანსფერმა, – წერს გამოცემა „ეკიპი“.

„ლიონს“ ფინანსური რეგულაციების გამო პრობლემები ჰქონდა, რის შემდეგაც საჭირო იყო სახელფასო ფონდის გამოთავისუფლება. გამოსავალი მიქაუტაძის ესპანურ „ვილიარეალში“ გაყიდვა აღმოჩნდა, რის შემდგაც გუნდის ბიუჯეტი 22.6 მილიონი ევროთი შეივსო.