„ეკიპი“ - კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების სამწვრთნელო გუნდი გააკრიტიკა #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, კილიან მბაპემ გააკრიტიკა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის მუშაობა.
ფრანგებმა 6 სექტემბერს პარიზში წააგეს ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი იტალიის ნაკრებთან – 1:3.
როგორც გამოცემა Le10Sport-ი გაზეთ L’Équipe-ზე დაყრდნობით წერს, ბელგიასთან მეორე ტურის მატჩის წინ ფეხბურთელებსა და მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის გუნდის წევრებს შორის საუბარი გაიმართა.
მბაპემ წამოწია საფრანგეთის ნაკრებში ტაქტიკური მუშაობის დეფიციტის თემა. „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა უფრო დაწვრილებითი ტაქტიკური მუშაობის მნიშვნელობა ნაკრების როგორც ძველ, ასევე ახალ მოთამაშეებს შორის.
საფრანგეთმა ბელგია ლიონში 2:0 დაამარცხა. კილიან მბაპე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე. ფორვარდს ეროვნულ გუნდში, ხუთი მატჩია, გოლი არ გაუტანია.