„ეკიპი“ - ევრო 2020-ის დროს გრიზმანსა და მბაპეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ #1TVSPORT
„ეკიპი“ - ევრო 2020-ის დროს გრიზმანსა და მბაპეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ #1TVSPORT

ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ ინფორმაციით, მთელი ევრო 2020-ის განმავლობაში დაძაბული იყო ურთიერთობა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდებს – ანტუან გრიზმანსა და კილიან მბაპეს შორის. ამის მიზეზია „ბარსელონას“ ფეხბურთელის დიდი ავტორიტეტი ნაკრებში.

აღნიშნავენ, რომ ურთიერთობა ფეხბურთელებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაიძაბა. მბაპეს შურს გუნდში გრიზმანის დიდი ავტორიტეტის. როგორც ირკვევა, „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი იყო ნაკრებში ქარიმ ბენზემას დაბრუნების ერთ-ერთი ინიციატორი, რათა „რეალის“ ფორვარდს შეერყია გუნდში გრიზმანის პოზიციები.

ასევე დაძაბულობას მათ შორის ამძაფრებდა მბაპეს ეგოისტური თამაში. გრიზმანი კი, პარიზელთა ფორვარდისგან განსხვავებით, ყოველთვის ცდილობს გუნდზე ითამაშოს.

საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალში დაასრულა გამოსვლა ევრო 2020-ზე. მსოფლიოს ჩემპიონი პენალტების სერიაში დამარცხდა შვეიცარიასთან.