„ეკიპი“ - დავითაშვილის იჯარაზე „ბორდო“ ბათუმის „დინამოს“ შეუთანხმდა #1TVSPORT
„ეკიპი“ - დავითაშვილის იჯარაზე „ბორდო“ ბათუმის „დინამოს“ შეუთანხმდა #1TVSPORT

ეკიპის“ ცნობით, ბათუმის „დინამოდან“ ზურიკო დავითაშვილის საფრანგეთის ლიგა 2-ის „ბორდოში“ გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით საამისოდ მხოლოდ იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი.

„სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე „ბორდოს“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი უნდა შეუერთდეს – იმ პირობით, რომ „ბორდო“ ამ დროისთვის სახელფასო ფონდის შემცირებას შეძლებს“, – წერს გამოცემა.

ეკიპი“ ამავე დროს იმ დარჩენილ საკთხებზე წერს, რომელიც ფრანგულმა კლუბმა უნდა მოაგვაროს: „ბორდომ“ სატრანსფერო „ფანჯრის“ ბოლომდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის გადასვლა იურიდიულად უნდა მოაგვაროს. ქართველი ფეხბურთელის კლუბთან, ბათუმის „დინამოსთან“ უკვე მიღწეულია შეთანხმება იჯარაზე სავალდებულო გამოსყიდვის შესაძლებლობით. 21 წლის შემტევ ნახევარმცველს ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია“.

„ბორდო“ ცნობილი და ტრადიციული კლუბია, მაგრამ ამჟამად ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 7 ქულით მე-5 პოზიციაზეა.