ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ

სასწრაფო დახმარების ექიმები სახელმწიფოს მხრიდან 500-ლარიან დანამატს მიიღებენ.

ამის შესახებ დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. ჩვენ თითქმის წელიწადია, ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დეტალურად გაწერილი და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან გუშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, სახელმწიფო მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმისდა მიუხედავად, თუ სად, რომელ რეგიონში არიან ისინი დასაქმებული, რადგან ჩვენთვის ნამდვილად არის გულთან მისატანი სამუშაო, რომელსაც ექიმები ეწევიან ჩვენი პაციენტებისთვის და ყველანაირად ვეცდებით, მათ გვერდით ვიდგეთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.