ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მხარემ უნდა გამოხატოს გონივრულობა და მოემზადოს მოლაპარაკებებისთვის
ეკატერინე ტიკარაძე - ყველა მხარემ უნდა გამოხატოს გონივრულობა და მოემზადოს მოლაპარაკებებისთვის

„მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ კანონი, ყველა მოქალაქის მიმართ უნდა იმოქმედოს თანაბრად კანონმა. როდესაც ჩვენ, ყველა ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, მაშინ კომუნიკაციის და მოლაპარაკებების პრობლემაც აღარ იქნება, რადგან გვეცოდინება, რომ კანონის აღსრულება არის უზენაესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.

„ყველა მხარემ უნდა გამოხატოს გონივრულობა და მოემზადოს გონივრული მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არც ერთ მხარეს არ უნდა გააჩნდეს იმის ილუზია, რომ კანონის დარღვევის შემდეგ შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდასთან მიაღწიონ გარკვეულ დათმობებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.