ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა და ვირუსის მართვამ იმოქმედა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ განახლებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა და ვირუსის მართვამ იმოქმედა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიერ განახლებულ უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა, ასევე ვირუსის მართვამ იმოქმედა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო კვლავ უსაფრთხო ქვეყნების სიაშია.

„საქართველოში ეპიდსიტუაციამ და ვირუსის გავრცელების დაბალმა მაჩვენებელმა, ასევე ვირუსის მართვამ იმოქმედა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ევროსაბჭომ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყოველ ორ კვირაში მოხდება ამ ქვეყნების სიის გადახედვა. შესაბამისად, გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ საქართველო აგრძელებს მართვის იმ რეჟიმს, რომელსაც ჩვენ უკვე ექვსი თვეა მივმართავთ“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ევროკავშირის საბჭომ უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ახალ სიაში 14 ქვეყნის მაგივრად 12 ქვეყანაა. უსაფრთხო ქვეყნების სიაში აღარ შედიან სერბეთი და მონტენეგრო. საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება.