ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამი სავარაუდოდ 8 პროცენტია, თუმცა ამ ეტაპისთვის 18 შემთხვევა არის დადასტურებული
ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამი სავარაუდოდ 8 პროცენტია, თუმცა ამ ეტაპისთვის 18 შემთხვევა არის დადასტურებული

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ლაბორატორიულად ინდური შტამის მხოლოდ 18 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული შტამის გავრცელების სავარაუდო მაჩვენებელი 8 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ საწოლფონდის მიმართულებით ქვეყანაში არავითარი შეფერხება არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდის, არც ოჯახის ექიმების, მათი კომპეტენციების მიმართულებოთ. ასევე, ხედავთ, რომ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და ეტაპობრივად უფრო ძლიერდება, ემატება როგორც ვაქცინები, ასევე ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა ბრიგადა და დაწესებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ კუთხით ვერ ვხედავთ, რომ გარკვეული რისკები არსებობს. ჩვენი სავარაუდო მოცულობები ინდურ შტამთან მიმართებაში არის, რომ ის დღესდღეობით ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8 პროცენტია, თუმცა დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენ ამ ეტაპისთვის გვყავს ის 18 ინფიცირებული, რომელიც ცნობილია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.