ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თუ შენარჩუნდება ისე, როგორც არის დღეს, სასწავლო პროცესი აღდგება
ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თუ შენარჩუნდება ისე, როგორც არის დღეს, სასწავლო პროცესი აღდგება

ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინსწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება ისე, როგორც არის დღეს, ამ შემთხვევაში სასწავლო პროცესი აღდგება.

ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ დავრჩებით ისევ ონლაინსწავლების რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. დამატებით ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. თუ ეპიდსიტუაცია იქნება შენარჩუნებული ისე, როგორიც არის დღეს, ამ შემთხვევაში აღვადგენთ სასწავლო პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.