ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა უნდა გავაძლიეროთ და საჭიროების შემთხვევაში, გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა უნდა გავაძლიეროთ და საჭიროების შემთხვევაში, გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო პერიოდში სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა გარდაცვალების შემთხვევები კვლავ მზარდია.

ტიკარაძე ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევების მატების მიუხედავად, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებენ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა მძიმე პაციენტები უკეთ იმართონ და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს.

„უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ ამას კლინიცისტები ჩათვლიან აუცილებლად, გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის არსებულ პროტოკოლს. თუმცა, რეანიმატოლოგების სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში არის ორი პროცენტი, ხოლო ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ 1,36-1,32 პროცენტს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ