ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას
ეკატერინე ტიკარაძე - ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპისთვის კატეგორიულად არ განიხილავს ჩინური ვაქცინის შემოტანას

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განიხილავს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას.

ტიკარაძის თქმით, მას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.

„რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას“, – აღნიშნა ტიკარაძემ.