ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება
ეკატერინე ტიკარაძე იმერეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია.

„მინისტრი კოლეგებთან ერთად, ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს. შეხვედრას ესწრებიან იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები, მათ შორის ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია და სხვა. გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციასაც წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ „კოვიდ-19“- ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი