ეკატერინე ტიკარაძე - გუნდში ერთიანნი ვართ და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ კითხვები არ არსებობს.
როგორც ჟურნალისტებს ტიკარაძემ განუცხადა, გიორგი გახარიას ვალდებულება სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო, რაც მან შეასრულა.
„მინდა, კორექტულები ვიყოთ და ის გავითვალისწინოთ, რომ ერთი ორგანო თავის ვალდებულებებს ასრულებს და ამ შემთხვევაში, გიორგი გახარიას ვალდებულება სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო, რაც მან შეასრულა.
გუნდში ერთიანნი ვართ და გიორგი გახარიას მიმართ არანაირი კითხვები არ გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.