ეკატერინე ტიკარაძე - ღრმა მწუხარებას ვუცხადებ „ტვ პირველის“ ოპერატორის ოჯახს, ჩვენ უკვე დავიწყეთ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის სამედიცინო სერვისების ხარისხის გამოძიება
ეკატერინე ტიკარაძე - ღრმა მწუხარებას ვუცხადებ „ტვ პირველის“ ოპერატორის ოჯახს, ჩვენ უკვე დავიწყეთ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის სამედიცინო სერვისების ხარისხის გამოძიება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ოპოერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს. ჩვენ უკვე დავიწყეთ „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკის სამედიცინო სერვისების ხარისხის გამოძიება“, – წერს ტიკარაძე „ტვიტერზე“.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.